
Real Palace სერვისი უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსის გამართულ ფუნქციონირებასა და ყოველდღიურ მართვას.
სერვისით მომსახურეობა მოიცავს საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლას, დასუფთავებას, გამწვანების ზონების მართვას, საინჟინრო და ტექნიკური სისტემების მონიტორინგს, ასევე უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას.
მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომია ერთიანი ციფრული სივრცე, სადაც შესაძლებელია ადმინისტრირების საფასურის კონტროლი, გადახდების მართვა და კომპლექსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.